გამოცადე
შემოქმედება, კრეატიულობა, ინოვაცია
სამ, 26 აგვ
|Coworking space - SpaceZ
მოემზადეთ წარმატებისთვის, რადგან იწყება წლის ახალი სამუშაო სეზონი და შესაძლოა ცხოვრების ახალი ეტაპიც! შეხვედრების სერია განკუთვნილია ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ შექმნან ახალი პროდუქტები, გადაწყვიტონ პრობლემები განსხვავებული გზებით, და მოახდინონ იდეების კომერციალიზაცია.


დრო და ლოკაცია
26 აგვ. 2025, 19:00
Coworking space - SpaceZ, Ana Politkovskaia Street 3 block 6 T'bilisi, თბილისი 0186, Georgia
ღონისძიების შესახებ
შემოქმედება ადამიანის თანდაყოლილი უნარია, რითაც ის საკუთარ არსებობას ამტკიცებს და ხდება ბედნიერი, რადგან ის შექმნისკენ არის მიდრეკილი. კრეატიულობა კი ამ უნარის სწორად გამოყენებასა და საკითხის გადაჭრის გონივრული გზების მოფიქრებას ეხმარება. ინოვაცია კი, არსებული იდეების რეალობად ქცევასა და სამყაროში კიდევ ერთი აგურის დადებას წარმოადგენს, რაც სასიკეთოა, როგორც სხვებისთვის ასევე ავტორისთვის. 💫 არაერთი შემთხვევაა, როდესაც ადამიანებს მათში არსებული შემოქმედებითი ემოციების გახსნა და გაზიარება უჭირთ აზროვნების ბლოკების გამო, ან კრეატიული გზების მოფიქრება, რათა თავიანთი შეგრძნებები სასარგებლო კონცეფციამდე მივიდეს. კიდევ უფრო ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანს მოსდის იდეა და “ვერ ყიდის”, ანუ ვერ არწმუნებს აუდიტორიას მისი ღირებულების შესახებ, რადგან ამისათვის მოლაპარაკების და სხვა საბაზისო კომერციული უნარები სჭირდება.
კურსის ფარგლებში მონაწილეები დაინახავენ სამივე მიმართულების მნიშვნელობას და შეკრავენ რესურსულ ჯაჭვს, რომლის დახმარებითაც მოახერხებენ ახალი გადაწყვეტილებების მიღებასა და პროდუქტების წარმატებულად შექმნას/დანერგვას.
კურსი გააძლიერებს მონაწილეების როგორც შინაგან რესურსებს, ასევე დაეხმარება მათ დაეუფლონ პრაქტიკულ უნარებსა და ცოდნას, რომელიც ჩარჩოებს ცდება.
ტრენერი
კახი სამხარაძე - კომპანია ,,პულსის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომლის ფარგლებშიც…



